(1) ასამბლეას გააჩნია აღმასრულებელი  კომიტეტი.

(2) (a) აღმასრულებელი კომიტეტი შედგება ქვეყნებისგან, რომლებიც ასამბლეის მიერ არჩეულნი არიან ასამბლეის წევრი ქვეყნების რიცხვიდან. გარდა ამისა, ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ორგანიზაციის შტაბ-ბინა, მე- 16(7)(b) მუხლის დებულებების გათვალისწინებით, აქვს ex officio ადგილი კომიტეტში.

(b) აღმასრულებელი კომიტეტის თითოეული წევრი ქვეყნის მთავრობა წარმოდგენილია ერთი დელეგატით,  რომელსაც  შეიძლება  ახლდენ მოადგილეები, მრჩევლები  და  ექსპერტები.

(c) თითოეული დელეგაციის ხარჯებს გაიღებს მთავრობა,  რომელმაც დანიშნა   იგი.

(3)  აღმასრულებელი   კომიტეტის   წევრი   ქვეყნების   რაოდენობა შეესაბამება ასამბლეის წევრი ქვეყნების რაოდენობის ერთ მეოთხედს. შესავსები ადგილების რაოდენობის  დადგენისას  ოთხზე  გაყოფის  შედეგად  დარჩენილი ნაშთი  მხედველობაში  არ  მიიღება.

(4) აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევისას ასამბლეა სათანადო ყურადღებას უთმობს სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებასა და აღმასრულებელი კომიტეტის  წევრ  ქვეყანათა  რიცხვში  იმ  სპეციალური შეთანხმებების მონაწილე ქვეყნების მოხვედრის საჭიროებას, რომლებიც დაფუძნებულია   კავშირთან   მიმართებაში.

(5) (a) აღმასრულებელი კომიტეტის თითოეული წევრი თავის მოვალეობას ასრულებს ასამბლეის იმ სესიის დახურვიდან, რომელზეც იქნა იგი არჩეული, ასამბლეის შემდეგი რიგითი სესიის დახურვამდე.

(b) აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არაუმეტეს ორი მესამედისა შეიძლება ხელახლა იქნენ არჩეულნი.

(c) ასამბლეა ადგენს აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევისა და შესაძლო ხელახლა არჩევის ჩატარების წესების დეტალებს.

(6) (a)  აღმასრულებელი  კომიტეტი:

(i) ამზადებს ასამბლეის დღის წესრიგის პროექტს;

(ii) ასამბლეას წარუდგენს წინადადებებს გენერალური დირექტორის მიერ მომზადებულ კავშირის პროგრამის პროექტსა და ორწლიან ბიუჯეტთან დაკავშირებით;

(iii) [ამოღებულია]

(iv) ასამბლეას წარუდგენს გენერალური დირექტორის პერიოდულ ანგარიშებსა და ფინანსური აღრიცხვის  რევიზიის  ანგარიშებს  სათანადო შენიშვნებით;

(v) ასამბლეის გადაწყვეტილებების შესაბამისად და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოიქმნება ასამბლეის ორ რიგით სესიას შორის პერიოდში, იღებს ყველა აუცილებელ ზომას, გენერალური დირექტორის მიერ კავშირის პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად;

(vi) ასრულებს  სხვა  ისეთ  ფუნქციებს,  რომლებიც  მასზე   ამ   კონვენციით არის  განაწილებული.

(b) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებითაც, აგრეთვე, ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებადი სხვა კავშირებიც არიან დაინტერესებულნი, აღმასრულებელ კომიტეტეტს გადაწყვეტილებები გამოაქვს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევის მოსმენის შემდეგ.

(7) (a) აღმასრულებელი კომიტეტი გენერალური დირექტორის მოწვევით იკრიბება რიგით სესიაზე წელიწადში ერთხელ, უპირატესად  იგივე  დროსა  და იგივე ადგილზე, როდესაც და სადაც იკრიბება ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტი.

(b) აღმასრულებელი კომიტეტი გენერალური დირექტორის მოწვევით იკრიბება საგანგებო სესიაზე როგორც საკუთრივ მისი ინიციატივით, ისე აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ან მისი  წევრების  ერთი მეოთხედის მოთხოვნით.

(8) (a) აღმასრულებელი კომიტეტის  თითოეულ  წევრ  ქვეყანას  გააჩნია ერთი  ხმის  უფლება.

(b) აღმასრულებელი  კომიტეტის  წევრების  ნახევარი  შეადგენს  კვორუმს.

(c) გადაწყვეტილებების მიღება ხდება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო  უმრავლესობით.

(d) ხმის მიცემაზე თავშეკავებულთა რაოდენობა კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობაში არ ითვლება.

(e) დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს  მხოლოდ  ერთი  ქვეყანა  და  ხმა მისცეს  მხოლოდ  ერთი  ქვეყნის  სახელით.

(9) კავშირის ქვეყნები, რომლებიც არ არიან აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სხდომაზე  დაიშვებიან  დამკვირვებლად.

(10) პროცედურისათვის აღმასრულებელი კომიტეტი იღებს მის საკუთარ წესებ