(1) ასამბლეას ჰყავს აღმასრულებელი კომიტეტი.
(2)(a) აღმასრულებელი კომიტეტი შედგება ქვეყნებისგან, რომლებიც არჩეულია ასამბლეის მიერ ასამბლეის წევრი ქვეყნების რიცხვიდან. გარდა ამისა, ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ორგანიზაციის შტაბ-ბინა კომიტეტში აქვს „ex officio" ერთი ადგილი იმ პირობით, თუ სრულდება 25 (7)(b) მუხლის დებულებები.
(b) აღმასრულებელი კომიტეტის ყოველი წევრი ვეყნის მთავრობას წარმოადგენს ერთი დელეგატი, რომელსაც შეიძლება დაეხმარონ დამატებითი დელეგატები, მრჩევლები და
ექსპერტები.
(c) თითოეული დელეგაციის ხარჯებს გაიღებს მთავრობა, რომელმაც ის დანიშნა.
(3) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ქვეყნების რიცხვი შეესაბამება ასამბლეის წევრი ქვეყნების რიცხვის ერთ მეოთხედს. შესავსები ადგილების რაოდენობის დადგენისას, ოთხზე გაყოფის შემდეგ დარჩენილი ნაშთი მხედველობაში არ მიიღება.
(4) აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევისას ასამბლეა სათანადო ყურადღებას უთმობს სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებასა და იმის აუცილებლობას, რომ სპეციალური შეთანხმებების მონაწილე ქვეყნები, რომლებიც შეიძლება დადებულ იქნეს კავშირთან მიმართებაში, შედიოდნენ აღმასრულებელ კომიტეტში.
(5)(a) აღმასრულებელი კომიტეტის თითოეული წევრი ასრულებს თავის ფუნქციებს ასამბლეის სესიის დახურვიდან, რომელზეც ის იქნა არჩეული, ასამბლეის შემდეგი რიგითი სესიის დახურვამდე.
(b) აღმასრულებელი კომიტეტის წევრები შეიძლება გადაირჩიონ, მაგრამ არაუმეტეს მათი
შემადგენლობის ორი მესამედისა.
(c) ასამბლეა ადგენს აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევისა და შესაძლო
გადარჩევის მარეგულირებელი წესების დეტალებს.
(6)(a) აღმასრულებელი კომიტეტი:
(i) ამზადებს ასამბლეის დღის წესრიგის პროექტს;
(ii) ასამბლეას წარუდგენს წინადადებებს, რომლებიც ეხება გენერალური დირექტორის მიერ
მომზადებულ პროგრამის პროექტსა და კავშირის ორწლიან ბიუჯეტს.
(iii) [ამოღებულია]
(iv) სათანადო შენიშვნებით, ასამბლეას წარუდგენს გენერალური დირექტორის პერიოდულ
ანგარიშებსა და საფინანსური რევიზიის ყოველწლიურ აქტებს.
(v) ასამბლეის გადაწყვეტილებების შესაბამისად და იმ გარემოებათა გათვალისწინებით,რომელიც წარმოიქმნება ასამბლეის ორ რიგით სესიას შორის პერიოდში, იღებს ყველა
აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს გენერალური დირექტორის მიერ კავშირის
პროგრამის შესრულება;
(vi) ასრულებს ყველა სხვა ფუნქცას, რომელიც ამ კონვენციით აქვს დაკისრებული.
(b) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული სხვა კავშირებისათვისაც, აღმასრულებელი კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევის მოსმენის შემდეგ.
(7) (a) აღმასრულებელი კომიტეტი, გენერალური დირექტორის მოწვევით, იკრიბება რიგით სესიაზე წელიწადში ერთხელ უპირატესად იმავე დროსა და ადგილზე, სადაც ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტი.
(b) აღმასრულებელი კომიტეტი საგანგებო სესიაზე იკრიბება გენერალური დირექტორის მოწვევით ან მისი პირადი ინიციატივით, თავმჯდომარის მოთხოვნით, ან აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ერთი მეოთხედის მოთხოვნით.
(8)(a) აღმასრულებელი კომიტეტის თითოეულ წევრ ქვეყანას აქვს ერთი ხმა.
(b) აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ნახევარი შეადგენს კვორუმს.
(c) გადაწყვეტილებები მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით.
(d) თავის შეკავება არ განიხილება ხმის მიცემად.
(e) დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ქვეყანა და ხმა მისცეს მისი სახელით.
(9) კავშირის ქვეყნები, რომლებიც არ არიან აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, მის სხდომაზე დაიშვებიან მხოლოდ, როგორც მეთვალყურეები.
(10) აღმასრულებელი კომიტეტი იღებს პროცედურის თავის საკუთარ წესებ