(1) ეს კონვენცია გამოიყენება ყველა ნაწარმოებთან დაკავშირებით, რომელიც მისი ძალაში შესვლის მომენტისათვის წარმოშობის ქვეყანაში, დაცვის ვადის გასვლის გამო, ჯერ არ ქცეულა საზოგადო კუთვნილებად.
(2) თუმცა, თუ ნაწარმოები ადრე მინიჭებული დაცვის ვადის გასვლის გამო, უკვე იქცა საყოველთაო კუთვნილებად ქვეყანაში, რომელშიც მოითხოვება დაცვა, ეს ნაწარმოები ხელახლა აღარ დაიცვება.
(3) აღნიშნული პრინციპი გამოიყენება იმ სპეციალური კონვენციების დებულებების შესაბამისად, რომლებიც დადებულია ამ მიზნით ან დაიდება მომავალში კავშირის ქვეყნებს შორის. ასეთი დებულებების არარსებობისას, შესაბამისი ქვეყნები თავად განსაზღვრავენ ამ პრინციპის გამოყენების პირობებს.
(4) წინა დებულებები გამოიყენება აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როცა კავშირს მიუერთდებიან ახალი ქვეყნები და იმ შემთხვევებშიც, როდესაც დაცვა ფართოვდება მე-7 მუხლის გამოყენების საფუძველზე ან დათქმებზე უარის თქმის შედეგა