[„Droit de suite”2 ხელოვნების ნაწარმოებებსა და ხელნაწერებზე; უფლება ხელახალი გაყიდვით მიღებული შემოსავლის წილზე; გამოსაყენებელი კანონი; 3. პროცედურა]

(1) ავტორი ან, მისი გარდაცვალების შემდეგ, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი პირები, ან დაწესებულებები, ხელოვნების ნაწარმოებების ორგინალებთან და მწერლებისა და კომპოზიტორების ხელნაწერების ორგინალების მიმართ,  ნაწარმოების  ყოველი გაყიდვისას სარგებლობენ წილობრივი მონაწილეობის განუსხვისებელი უფლებით, რომელიც მოჰყვება ავტორის მიერ ნაწარმოების პირველ დათმობას.

(2) წინა პუნქტით გათვალისწინებული დაცვა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ  ეს  ნებადართულია  იმ  ქვეყანაში, საიდანაც  არის  ავტორი, და იმ მოცულობით, რომელიც  დაშვებულია  იმ  ქვეყნის  კანონმდებლობით,  რომელშიც  მოითხოვება დაცვა.

(3) თანხის  შეგროვების  პროცედურა  და  ოდენობა  განისაზღვრება  ეროვნული  კანონმდებლობი