(1) იმისათვის, რომ ამ კონვენციით დაცული ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოების ავტორი, საპირისპირო მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, მიიჩნეოდეს ავტორად და შესაბამისად, იყოს უფლებამოსილი კავშირის ქვეყნებში  აღძრას  საქმე  დარღვევასთან დაკავშირებით, საკმარისია მისი სახელის აღნიშვნა ნაწარმოებზე ჩვეულებრივი წესით. ეს პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ ეს სახელი არის ფსევდონიმი და ავტორის მიერ შერჩეული ფსევდონიმი  ეჭვს  არ  იწვევს  მის  ვინაობაში.

(2) კინემატოგრაფიული ნაწარმოების დამამზადებლად, საპირისპირო მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, მიიჩნევა ფიზიკური ან იურიდიული პირი,  რომლის  სახელი აღნიშნულია  ამ  ნაწარმოებზე  ჩვეულებრივი  წესით.

(3) ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწარმოებების შემთხვევაში, (1) პუნქტში მითითებულის გარდა, გამომცემელი, რომლის სახელიც აღნიშნულია ნაწარმოებზე, საპირისპირო მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, მიიჩნევა ავტორის წარმომადგენლად და ამ სახით უფლებამოსილია    დაიცვას    და    განახორციელოს    ავტორის    უფლებები. ამ    პუნქტის    დებულებების

2 "Droit de suite" – წილობრივი მონაწილეობის უფლება

მოქმედება   წყდება   მაშინ, როდესაც   ავტორი   გაამხელს   თავის   ვინაობას   და   განაცხადებს   თავის უფლებას ნაწარმოების ავტორობაზე.

(4)(a) გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების შემთხვევაში, როდესაც ავტორის ვინაობა უცნობია, მაგრამ არსებობს ვარაუდის ყველა საფუძველი, რომ  იგი  კავშირის  ქვეყნის  მოქალაქეა, ეს ქვეყანა განსაზღვრავს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც იქნება ავტორის წარმომადგენელი და ექნება კავშირის ქვეყნებში მისი უფლებების დაცვისა და განხორციელების უფლებამოსილება.

(b) კავშირის ქვეყნები,  რომლებიც  ამ  დებულების  შესაბამისად  განსაზღვრავენ  ასეთ ორგანოს, აცნობებენ ამის შესახებ გენერალურ დირექტორს წერილობითი განცხადებით, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას ამგვარად განსაზღვრული ორგანოს შესახებ. გენერალური დირექტორი დაუყოვნებლივ აცნობებს  დეკლარაციის  შესახებ  კავშირის ყველა სხვა ქვეყანა