1. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა, მათ შორის, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ამ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მართვა ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების“ (გარდა მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა) და „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების“ შესაბამისად.