1. კონკურსების გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული კინოცენტრი და განსაზღვრავს გამოსაცხადებელ კონკურსებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსი ცხადდება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელშიც განსაზღვრულია საკონკურსო პირობები და პროექტის წარდგენის ვადები. კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიეთითება კონკურსის ჯამური ბიუჯეტი და დასაფინანსებელი პროექტების მაქსიმალური ოდენობა.
3. კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დადგინდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები კონკურსის მონაწილეებისათვის, ასევე განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების დამატებითი ნუსხა.
4. მომდევნო წლის კონკურსების ნუსხა და ინფორმაცია მათი გამოცხადების პერიოდის შესახებ ეროვნული კინოცენტრის მიერ ქვეყნდება ყოველი წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში.
5. კონკურსების გამოცხადების პერიოდებია ყოველი წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით და სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლით.
6. ეროვნული ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროდიუსერს. საკონკურსო დებულებით გათვალისწინებული კონკურსების მიზნებისათვის პროდიუსერი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ფილმის წარმოების ან აუდიოვიზუალურ დარგში გამოცდილება ან/და მენეჯმენტის დარგში მნიშვნელოვანი გამოცდილება.
7. კონკურსში პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობა ეკრძალებათ ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებსა და შესაბამისი კონკურსის საექსპერტო კომისიის წევრებს.
8. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში განსახილველად არ მიიღება:
ა) პროექტი, თუკი იგი უკვე წარდგენილია/წარდგენილი იყო იმავე წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვა კონკურსზე და თუ მის შესახებ არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება დაფინანსებაზე უარის შესახებ;
ბ) პროექტი, რომლის შესახებ საკონკურსო დებულების მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სცენარის დახვეწის მიზნით დაფინანსების შესახებ და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ არის;
გ) პროექტები, რომელთა პროდიუსერი ან რეჟისორი „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით, მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით ან მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირი