1. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დაცვით მიღებული საკონკურსო განაცხადები, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად არ ეთქვა უარი მიღებაზე, ეგზავნება საექსპერტო კომისიის პირველ შემადგენლობას (ჟიურის).
2. ეროვნული კინოცენტრის კონკურსში წარდგენილი პროექტების შეფასება, გარდა ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსისა და საკონკურსო დებულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხორციელდება ორ ეტაპად, ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის პირველი და მეორე შემადგენლობების მიერ, ხოლო ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსში წარდგენილი განაცხადების განხილვა ხორციელდება ერთ ეტაპად, ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის მიერ, „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების“ შესაბამისად.
3. ეროვნული კინოცენტრი პროექტის დაფინანსებისა და თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის დასკვნის საფუძველზე გამოცემული, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი