1. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმების კონკურსის ფარგლებში პროდიუსერი ვალდებულია, წარმოადგინოს ალტერნატიული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაფინანსების წყაროს მიხედვით, შემდეგი სახით:

ა) სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდებთან (ორგანიზაციებთან) მიმართებით – მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ან სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდის (ორგანიზაციის) წერილი, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა და მისი გაცემის ვადა;

ბ) ტელევიზიიდან მიღებულ ინვესტიციასთან (როგორც წინასწარი გაყიდვა, ასევე ქართულ-უცხოურ ერთობლივ წარმოებაში მონაწილეობა) მიმართებით – მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ან წერილი ტელევიზიიდან, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა და მისი გაცემის ვადა;

გ) დისტრიბუტორის მიერ განხორციელებული ფილმის წინასწარი შესყიდვა (MG – მინიმალური გარანტია) როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო გაყიდვებისთვის – შეთანხმება ან მხარეებს შორის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა და მისი გაცემის ვადა;

დ) პროდიუსერის შენატანთან მიმართებით – საბანკო ამონაწერი ან წერილობითი დოკუმენტი ბანკიდან, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და თანხის განაღდების შესაძლებლობა;

ე) საპროდიუსერო კომპანიის შენატანთან მიმართებით – საბანკო ამონაწერი ან წერილობითი დოკუმენტი ბანკიდან, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და თანხის განაღდების შესაძლებლობა;

ვ) არაფულად ინვესტიციასთან მიმართებით – იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც განხორციელდება არაფულადი ინვესტიციის სახით; განფასების ჩამონათვალი (ე.წ. price list);

ზ) ფიზიკური ან იურიდიული პირის ინვესტიციასთან მიმართებით – ხელშეკრულება და საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და განაღდების შესაძლებლობა.

2. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმების კონკურსის ფარგლებში უცხოელი კოპროდიუსერის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო უნდა იყოს სახელმწიფო, საერთაშორისო ფონდი (ორგანიზაცია), ტელევიზია, დისტრიბუტორი ან სხვა იურიდიული პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტი ვერ მიიღებს ეროვნული კინოცენტრისაგან დაფინანსებას.

3. იმ შემთხვევაში, თუ ფილმის წარმოებაში მონაწილე მხარე ასევე წარმოადგენს დისტრიბუტორს ან გაყიდვების აგენტს, ან იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორის ან გაყიდვების აგენტის ფუნქციას ახორციელებს ის კომპანია, რომელიც ქართულ-უცხოურ ერთობლივ წარმოებაში მონაწილე კომპანიის შვილობილი კომპანიაა, დისტრიბუტორის მიერ განხორციელებული წინასწარი შესყიდვა (მინიმალური გარანტია – MG) დადასტურებული შეიძლება იქნეს მხოლოდ საბანკო გარანტიის სახით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ალტერნატიული დაფინანსების თაობაზე მხარეებს შორის შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი წესით გაფორმებული უნდა იყოს ეროვნულ კინოცენტრში პროექტის წარდგენამდე 6 თვის განმავლობაში.

5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროექტს, რომლის თითოეულ უცხოელ კოპროდიუსერს უკვე მოპოვებული აქვს დაფინანსება ფილმის საერთო ბიუჯეტში საკუთარი შენატანის 50%-ის ოდენობით, რაც დასტურდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციით.

6. ფილმის დასრულების შემდეგ, ქართულ-უცხოურ ერთობლივ წარმოებაში მონაწილე თითოეულ უცხოელ კოპროდიუსერს ეკისრება ვალდებულება, ქართველ პროდიუსერს წარუდგინოს ფილმის ბიუჯეტში საკუთარ შენატანთან დაკავშირებით ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა, რომელიც ქართველმა პროდიუსერმა უნდა წარადგინოს ეროვნულ კინოცენტრში, საკუთარ შენატანთან დაკავშირებით შედგენილ ლიცენზირებული აუდიტის დასკვნასთან ერთად. ფილმის ბიუჯეტში უცხოელი კოპროდიუსერის შენატანთან დაკავშირებით ლიცენზირებული აუდიტის დასკვნის წარდგენაზე ეროვნული კინოცენტრის წინაშე ქართველი პროდიუსერი პასუხისმგებელია იმავე ხარისხით, როგორც საკუთარ შენატანთან დაკავშირებით შედგენილი ლიცენზირებული აუდიტის დასკვნის წარდგენაზ