1. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის წარმოება უნდა დაიწყოს (ხოლო ფილმის პროექტის დასრულების ხელშეწყობის კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის შემთხვევაში – ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების ფარგლებში გაგრძელდეს) პროექტის დაფინანსების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 12 თვის ვადაში.

2. წლიური საბიუჯეტო აუცილებლობის გათვალისწინებით, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, ფილმის პროექტის დასრულების ხელშეწყობის კონკურსის გამოცხადებისას, მიუთითოს კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაში დასრულებულ ფილმებთან დაკავშირებულ პროექტებსაც საკონკურსო პროცედურების განმავლობაში მიენიჭება უპირატესობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა და ფილმის ჩაბარების ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს ერთჯერადად, თითოეული არაუმეტეს 4 თვის ვადით, ფილმის პროდიუსერის დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. შუამდგომლობას თან უნდა ახლდეს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ფილმის წარმოების დაწყების ან სხვა, წინასწარ განსაზღვრული ვადის გახანგრძლივება დაუშვებელია, თუ პროდიუსერმა ვადის გახანგრძლივების თაობაზე ეროვნულ კინოცენტრს არ მიმართა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე 10 სამუშაო დღით ადრე. ფილმის წარმოების ვადის გახანგრძლივება ასევე დაუშვებელია, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი გარემოება, თუ წარმოდგენილია შესაბამისი დასაბუთება და დასაბუთების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

ა) პროდიუსერის, რეჟისორის, მთავარი როლის შემსრულებლის ან შემოქმედებითი ჯგუფის რომელიმე წევრის ხანგრძლივი ავადმყოფობა ან გარდაცვალება;

ბ) ობიექტური გარემოება, რომლის გამოც ეროვნულ კინოცენტრს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარედგინა ალტერნატიული დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი; ან

გ) ფორსმაჟორული გარემოება, რომელიც წარმოიშვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, რომელიც სცილდება მხარეთა კონტროლს, რომლის მოქმედებაც არ არის დამოკიდებული ერთ-ერთი მხარის ნებაზე და რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია, როგორიცაა სტიქიური მოვლენები, ომი, გაფიცვა და სხვ.

6. ამ მუხლით დადგენილი წესი და ვადები შესაბამისად გამოიყენება საკონკურსო დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა კონკურსთან მიმართები