1. ამ დებულების შესაბამისად პროექტის დაფინანსების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური და შინაარსობრივი ხასიათის ვალდებულებების შესრულების შესახებ ფორმდება ერთიანი მიღება-ჩაბარების აქტი.

2. მიღება-ჩაბარების დამატებითი პირობები, რომელიც არ არის გათვალისწინებული საკონკურსო დებულებით, განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის შინაარსობრივ შესაბამისობას თავდაპირველ სცენარს, საკონკურსო პირობებსა და სახელშეკრულებო პირობებთან ადგენს საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა, რომელმაც თავისი დასკვნით მიიღო გადაწყვეტილება ფილმის პროექტის დაფინანსების თაობაზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის, შეუძლებელია სრულად ან ნაწილობრივ საექსპერტო კომისიის შესაბამისი შემადგენლობის მოწვევა და ეს გამოწვეულია ობიექტური გარემოებებით, ეროვნული კინოცენტრის მიერ გაფორმდება შექმნილი ვითარების შესახებ შესაბამისი აქტი და მოწვეული იქნება განახლებული შემადგენლობა. საექსპერტო კომისიის განახლებული შემადგენლობა იქმნება „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულებით“ საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის შექმნისათვის დადგენილი წესით.

5. დაუშვებელია ეროვნული კინოცენტრის მიერ ისეთი ფილმის ჩაბარება, რომელიც საჩვენებლად/დისტრიბუციისთვის ვარგისი არ არის ან/და არ განხორციელებულა მისი დახურული ჩვენება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების ერთიანი აქტის გაფორმებამდე სავალდებულო წესით ეწყობა ფილმის დახურული ჩვენება ეროვნული კინოცენტრის მიერ მოწვეული კინომცოდნეებისა და დარგის სხვა სპეციალისტებისთვის. ეროვნული კინოცენტრი ვალდებულია, ამ პუნქტით გათვალისწინებული დახურული ჩვენება თავისივე ხარჯით მოაწყოს პროდიუსერის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

7. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის პროექტის მიღება-ჩაბარების ერთიანი აქტის შინაარსობრივ ნაწილს ხელს აწერს ეროვნული კინოცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი/თანამშრომლები ამ მუხლით გათვალისწინებული საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის დასკვნის საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტის ფინანსურ ნაწილს ხელს აწერს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელი.

8. ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის პირველი ჩვენებიდან (პრემიერიდან) 3 თვის გასვლის შემდეგ ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ განახორციელოს ფილმის არაკომერციული ჩვენება. ამ პუნქტით განსაზღვრული ეროვნული კინოცენტრის უფლება არ არის ვადით შეზღუდულ