1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული ფილმისათვის დადგენილ მოთხოვნებთან ფილმის პროექტის შესაბამისობის საკითხის განხილვა ხორციელდება „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ეროვნული ფილმის დებულების“ შესაბამისად, რომელიც დამატებით შესაძლებელია ითვალისწინებდეს, მათ შორის, პროდიუსერის/დისტრიბუტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებასა და პირობებს ხელშეკრულების გაფორმების, მისი შესრულების მონიტორინგის, ანგარიშგების ან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნებისათვის.

2. პროდიუსერი/დისტრიბუტორი ვალდებულია, ეროვნულ კინოცენტრს წინასწარ, ასეთი გარემოების წარმოშობისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნული ფილმის სტატუსის დაკარგვის საფრთხის არსებობის შესახებ.

3. თუ ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოვლინდა, რომ ფილმი აღარ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ეროვნული ფილმისათვის დადგენილ პირობებს და ამის შესახებ პროდიუსერს ამ მუხლის შესაბამისად წინასწარ არ უცნობებია ეროვნული კინოცენტრისათვის, მის მიმართ გამოიყენება ფინანსური სანქცია ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 20%-ის ოდენობი