1. საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
2. საკონკურსო განაცხადი ეროვნულ კინოცენტრს წარედგინება ელექტრონულად, ეროვნული კინოცენტრის ოფიციალური ვებპლატფორმის საშუალებით.
3. საკონკურსო განაცხადის წარსადგენად პროდიუსერს/დისტრიბუტორს ვებპლატფორმაზე უნდა გააჩნდეს ვერიფიცირებული მომხმარებელი. განმცხადებლის ვერიფიკაცია ხდება ეროვნული კინოცენტრის მიერ, ვებპლატფორმაზე განმცხადებლის მიერ მითითებული მომხმარებლის მონაცემების გადამოწმების შედეგად.
4. რეგისტრაციისას ყოველ საპროექტო განაცხადს ენიჭება უნიკალური ნომერი.
5. ეროვნული კინოცენტრი ამოწმებს საკონკურსო განაცხადის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის ან საკონკურსო დებულებითა და კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ეროვნული კინოცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ 3 სამუშაო დღის განმავლობაში ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული, საკონკურსო განაცხადი არ განიხილებ