1. ეროვნული ფილმის გაქირავების სახელმწიფო დაფინანსების მიზნით კონკურსი ცხადდება ეროვნული კინოცენტრის მიერ.

2. ეროვნული ფილმის გაქირავების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ საკონკურსო განაცხადებს იხილავს „სსიპ –საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შექმნილი საექსპერტო კომისია.

3. ეროვნული კინოცენტრის მიერ ეროვნული ფილმის გაქირავების დაფინანსება არ შეიძლება აღემატებოდეს გაქირავების საერთო ხარჯების 50%-ს.

4. ეროვნული ფილმის გაქირავების დაფინანსების მიზნით გამოცხადებულ კონკურსზე არ ვრცელდება საკონკურსო დებულების ის ნორმები, რომელიც განსაზღვრავს საკონკურსო პირობებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფილმის წარმოების კონკურსებისათვის.

5. ეროვნული ფილმის გაქირავების დაფინანსების მიზნით კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. ეროვნული კინოცენტრის მიერ ფილმის გაქირავების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 100 000 ლარი.

6. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს დისტრიბუტორს/პროდიუსერს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი ან მეწარმე ფიზიკური პირი.

7. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსში შეიძლება წარდგენილ იქნეს ის ეროვნული ფილმი, რომლის წარმოება დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ, ასევე ფილმი, რომლის წარმოება ეროვნული კინოცენტრის მიერ არ დაფინანსებულა. ერთი კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს ერთი ან რამდენიმე პროექტი.

8. ეროვნული ფილმის გაქირავების დაფინანსების შესახებ მხარეებს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებ