1. ეროვნული ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომ –ეროვნული კინოცენტრი) მიერ ცხადდება შემდეგი კონკურსები:

ა) მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი;

ბ) პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსი;

გ) სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი;

დ) ქალი რეჟისორების ხელშეწყობის (სადებიუტო) კონკურსი;

ე) მრავალსერიიანი მხატვრული ფილმების კონკურსი;

ვ) დოკუმენტური ფილმების კონკურსი;

ზ) ანიმაციური ფილმების კონკურსი;

თ) ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) ფილმების კონკურსი;

ი) ფილმის პროექტის დასრულების ხელშეწყობის კონკურსი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსების ფარგლებში ფინანსდება ეროვნული ფილმის წარმოების ხარჯები.

3. ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის გამოცხადებისას, განსაზღვროს კონკურსის ზოგადი თემატიკა ან მიზნობრივი ჯგუფი (ისტორიული, საბავშვო ან სხვ.).

4. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. ეროვნული კინოცენტრის მიერ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 125 000 ლარი.

5. პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში ერთხელ. ეროვნული კინოცენტრის მიერ პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 1 000 000 ლარი. პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მიიღება მხოლოდ რეჟისორის პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტი, რომლის ქრონომეტრაჟი აღემატება 52 წუთს.

6. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში ერთხელ. ეროვნული კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 1 000 000 ლარი. კონკურსის ფარგლებში წარდგენილი ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 52 წუთს. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსში არ მიიღება რეჟისორის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სადებიუტო პროექტი.

7. ქალი რეჟისორების ხელშეწყობის (სადებიუტო) კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში ერთხელ. ეროვნული კინოცენტრის მიერ ქალი რეჟისორების ხელშეწყობის (სადებიუტო) კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 1 000 000 ლარი. კონკურსში მიიღება მხოლოდ ქალი რეჟისორის სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პირველი (სადებიუტო) პროექტები, რომლის ქრონომეტრაჟი აღემატება 52 წუთს.

8. მრავალსერიიანი მხატვრული ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში ერთხელ. მრავალსერიიანი მხატვრული ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 1 000 000 ლარი. კონკურსის ფარგლებში მრავალსერიიანი ფილმი უნდა მოიცავდეს სულ მცირე ოთხ სერიას და თითოეული სერიის ქრონომეტრაჟი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 42 წუთს.

9. დოკუმენტური ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. დოკუმენტური ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 125 000 ლარი – მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტის შემთხვევაში, ხოლო 300 000 ლარი – სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტის შემთხვევაში. დოკუმენტური ფილმების კონკურსში მიიღება მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროექტები. კონკურსის ფარგლებში მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 24 წუთს და უნდა იყოს 52 წუთზე ნაკლები, ხოლო სრულმეტრაჟიანი ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 52 წუთს.

10. ანიმაციური ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში ერთხელ. ანიმაციური ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 200 000 ლარი – მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტის შემთხვევაში, ხოლო 1 000 000 ლარი – სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტის შემთხვევაში. ანიმაციური ფილმების კონკურსში მიიღება მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პროექტები. კონკურსის ფარგლებში წარდგენილი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა იყოს 52 წუთზე ნაკლები, ხოლო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 52 წუთს.

11. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში ერთხელ. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 2 000 000 ლარი. კონკურსის ფარგლებში გაცემული თანხა შესაძლებელია დაიხარჯოს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს მოქალაქეების ჰონორარებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფილმის შექმნის პროცესში. ფილმის პროექტის დელეგატმა პროდიუსერმა უნდა დახარჯოს პროდიუსერის მიერ ეროვნული კინოცენტრიდან მიღებულ დაფინანსებაზე არანაკლებ 20%-ით მეტი თანხა საქართველოს ტერიტორიაზე, ან საქართველოს იმ მოქალაქეების ჰონორარებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფილმის შექმნის პროცესში. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) ფილმების კონკურსში მიიღება მხოლოდ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი, რომლის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 52 წუთს.

12. პროექტის დასრულების ხელშეწყობის კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. კონკურსის ფარგლებში შეიძლება წარდგენილი იქნეს ფილმის პროექტი, რომელიც მიეკუთვნება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკონკურსო კატეგორიას. პროექტის დასრულების ხელშეწყობის კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 300 000 ლარი. ამ კონკურსის ფარგლებში ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) ფილმის პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, ქართველი პროდიუსერის ფინანსური წილი უნდა აღემატებოდეს 50%-ს. კონკურსის ფარგლებში მიიღება განაცხადები იმ ფილმის წარმოების დასრულების დაფინანსების მიზნით, რომლის უმეტესი ნაწილიც გადაღებულია, განურჩევლად იმისა, იყო თუ არა მოცემული პროექტი წარსულში ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული.

13. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ან ქალი რეჟისორების ხელშეწყობის (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული) კონკურსის შემთხვევაში საექსპერტო კომისიის პირველ შემადგენლობას (ჟიურის) უფლება აქვს, შეადგინოს დასაბუთებული დასკვნა და, გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების გარდა, გასცეს რეკომენდაცია დაფინანსების შესახებ სცენარის დახვეწის მიზნით ერთი კონკურსის ფარგლებში არაუმეტეს ორ საუკეთესო პროექტზე. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დასკვნა რეკომენდაციის გაწევის თაობაზე წარედგინება ეროვნული კინოცენტრის დირექტორს, რომელიც, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ –სამინისტრო) თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას სცენარის დახვეწის დაფინანსების შესახებ და ამ მიზნით დამატებითი თანხის გამოყოფის თაობაზე. ერთი პროექტის ფარგლებში სცენარის დახვეწის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 30 000 ლარი. თუ ამ პუნქტის შესაბამისად დაფინანსებული სცენარის დახვეწის პროექტის შესახებ ეროვნული კინოცენტრის მიერ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, კონკურსის მონაწილე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს იმავე სახის (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ) კონკურსში. ასეთ შემთხვევაში კონკურსის მონაწილე განაცხადის წარდგენისთანავე ჩაითვლება კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულად. კონკურსის მონაწილე ამ უფლებას კარგავს, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მონაწილეობას არ მიიღებს შესაბამის კონკურსში მომდევნო ორი გამოცხადებისას.

14. პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული კინოცენტრი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო დაფინანსების წილი ეროვნული ფილმის წარმოების დაფინანსებისას არ უნდა აღემატებოდეს ფილმის საერთო ხარჯთაღრიცხვის 75%-