1. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს/ინფორმაციას:
ა) ფილმის სინოფსისი;
ბ) ფილმის სცენარი;
გ) პროდიუსერის ხედვა, მათ შორის, ფილმის პროექტის დაფინანსების შესახებ;
დ) რეჟისორის ხედვა;
ე) რეჟისორის უკვე დასრულებული ნამუშევარი/ნამუშევრები;
ვ) პროდიუსერის უკვე დასრულებული ნამუშევარი/ნამუშევრები;
ზ) პროექტის ხარჯთაღრიცხვა;
თ) შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობა და მათთან გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების ასლები, მათ შორის, ფილმის პროექტის ავტორებთან გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების ასლები პროდიუსერის მიერ ფილმთან დაკავშირებული საავტორო უფლებების კანონიერი ფლობის დადასტურების შესახებ;
ი) სადისტრიბუციო სტრატეგია.
2. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ფილმის ჩაბარების კონკრეტული ვადის თაობაზე.
3. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში წარსადგენ საკონკურსო განაცხადს სასურველია თან ახლდეს თიზერი ან მცირე სცენა.
4. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს/ინფორმაციას:
ა) დისტრიბუციის გეგმა/ხედვა;
ბ) პროექტის ხარჯთაღრიცხვა;
გ) უცხოელ პარტნიორთან გაფორმებული ხელშეკრულება ან/და ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ, რომელიც უნდა დასტურდებოდეს წერილობითი დოკუმენტით;
დ) ინფორმაცია უცხოელი პარტნიორის სამუშაო პროფილის და მისი გამოცდილების შესახებ.
5. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროექტის განხორციელების ვადის თაობაზ