1. ეროვნული კინოცენტრი პროდიუსერთან/დისტრიბუტორთან ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას და გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ ითვლება ძალადაკარგულად იმ შემთხვევაში, თუ პროდიუსერის/დისტრიბუტორის მიერ დაირღვა საკონკურსო დებულების მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადები და თუ იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა არ ყოფილა ეროვნული კინოცენტრის მიერ გაგრძელებული იმავე მუხლის შესაბამისად.

2. ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საკონკურსო დებულებით გათვალისწინებული ფინანსური სანქცირების მექანიზმები (მიუხედავად იმისა, მითითებულია თუ არა ამის შესახებ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში), თუ პროდიუსერი/დისტრიბუტორი დაარღვევს:

ა) მის მიერ საკონკურსო განაცხადში მითითებული ფილმის/სცენარის ჩაბარების ან პროექტის დასრულების ვადას და თუ ეს ვადა ეროვნული კინოცენტრის მიერ არ ყოფილა გაგრძელებული საკონკურსო დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად;

ბ) ეროვნული კინოცენტრის მიერ მისთვის საკონკურსო დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად გაგრძელებულ ვადა