1. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის პროექტის დაფინანსების მოცულობის გაზრდა (დამატებითი დაფინანსება), გარდა საკონკურსო დებულებით გათვალისწინებული ფილმის პროექტის დასრულების ხელშეწყობის კონკურსის ფარგლებში დაფინანსებისა, შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ფილმის სტატუსის დაკარგვის წინაპირობების არსებობის შემთხვევაში და შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ დაფინანსებული ფილმის პროექტის მიერ ეროვნული ფილმისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი პირობების დაკმაყოფილებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება თანხის დამატების თაობაზე მიიღება ეროვნული კინოცენტრის მიერ, შესაბამისი კონკურსის ბოლო მოქმედი საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის დასკვნის საფუძველზე, გარდა საკონკურსო დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის