1. სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისია (შემდგომ – საექსპერტო კომისია) არის სსიპ –საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ – ეროვნული კინოცენტრი) არსებული სათათბირო ორგანო.

2. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში წარდგენილი განაცხადების განმხილველ საექსპერტო კომისიაში ერთიანდება ორი დამოუკიდებელი შემადგენლობა.

4. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის ფარგლებში წარდგენილი განაცხადების განმხილველი კომისია შედგება ერთი შემადგენლობისაგან, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში წარდგენილი განაცხადების განმხილველი საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის საქმიანობისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, თუ ამ დებულებით განსაზღვრული არ არის მის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალური ნორმები.

5. ეროვნული ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარდგენილი ფილმის პროექტების განხილვისას საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) გადაწყვეტილებას იღებს ფილმის პროექტის მხატვრული ღირებულების შეფასების საფუძველზე, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ხოლო მეორე შემადგენლობა გადაწყვეტილებას იღებს ფილმის პროექტის ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. ფილმის გაქირავების დაფინანსების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარდგენილი საკონკურსო განაცხადების განხილვისას, საექსპერტო კომისია ხელმძღვანელობს ეროვნული კინოცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით.

6. საექსპერტო კომისიის წევრის საქმიანობა (გარდა ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებისა) ანაზღაურებადია და საექსპერტო კომისიის ამ წევრებისა და ეროვნული კინოცენტრის ურთიერთობა რეგულირდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სათადარიგო წევრთან ხელშეკრულება ფორმდება იმ შემთხვევაში, თუ პირი ამ შემადგენლობის წევრი გახდება.

7. საექსპერტო კომისიის შემადგენლობა ფილმის პროექტს არ აფასებს იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ამ დებულების შესაბამისად სხვა შემადგენლობის კომპეტენციას განეკუთვნება.

8. ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ იქმნება საკონკურსო კომისიის შესაბამისი შემადგენლობებ