1. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) თითოეული წევრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში – „ვემხრობი დაფინანსებას“, უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში – „არ ვემხრობი დაფინანსებას“. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) მიერ არ გამოიყენება შეფასების ქულობრივი სისტემა.

2. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრი ვალდებულია, დაასაბუთოს მისი თითოეული შეფასება. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრების დასაბუთებები სხდომის მდივნის მიერ წერილობითი სახით შეიტანება სხდომის ოქმში. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრი უფლებამოსილია, ოქმს ასევე დაურთოს მის მიერ მომზადებული წერილობითი დასაბუთება.

3. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) დასკვნის სახით იღებს გადაწყვეტილებას ფილმის პროექტის/პროექტების მეორე ეტაპზე გადასვლის ან გადასვლაზე უარის შესახებ. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) ასევე უფლებამოსილია, „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებით“ განსაზღვრულ შემთხვევაში, დასკვნით გასცეს რეკომენდაცია სცენარის დახვეწის დაფინანსების შესახებ.

4. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს იღებს წევრთა სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.

5. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს პირველი შემადგენლობის (ჟიურის) ყველა წევრი. წევრს არ აქვს უფლება, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

6. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სხდომის ოქმს ხელს აწერს ყველა წევრი და სხდომის მდივანი.

7. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, სხდომის მდივანი ოქმზე აკეთებს შენიშვნას და მიუთითებს უარის მიზეზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრი 2 წლით ამოირიცხება მონაცემთა ბაზიდან და ამორიცხვის წელსა და მომდევნო წელს შეეზღუდება მონაწილეობის უფლება ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.

8. კონკურსის მეორე ეტაპზე შეიძლება გადავიდეს კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დასაფინანსებელი პროექტების ზღვრულ ოდენობაზე არანაკლებ 1,5-ჯერ მეტი და არაუმეტეს ორჯერ მეტი პროექტი.

9. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დასკვნა, რომელიც ითვალისწინებს დადებით გადაწყვეტილებას პროექტის/პროექტების თაობაზე, ეგზავნება საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობას.

10. თუ საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დასკვნა მის მიერ განხილულ ყველა პროექტზე ითვალისწინებს უარყოფით გადაწყვეტილებას, კონკურსი ითვლება დასრულებულად და დასკვნა ეგზავნება ეროვნული კინოცენტრის დირექტორს.

11. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დასკვნა სცენარის დახვეწის დაფინანსების შესახებ რეკომენდაციის გაწევის თაობაზე წარედგინება ეროვნული კინოცენტრის დირექტორს.

12. კონკურსის მონაწილეს კონკურსის შედეგების შესახებ ეცნობება ოფიციალურად, ელექტრონულად ან მატერიალური სახით, საკონკურსო განაცხადთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაშ