1. საექსპერტო კომისიის წევრი ვალდებულია, თავის საქმიანობაში არ დაუშვას ინტერესთა შეუთავსებლობა და მისი არსებობის შესახებ განაცხადოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში, ან გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ, თუკი ინტერესთა შეუთავსებლობის საფუძვლის არსებობა მისთვის ცნობილი გახდა იმავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.

2. საექსპერტო კომისიის წევრის ინტერესთა შეუთავსებლობა სახეზეა, თუ:

ა) ამავე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილია მისი, მისი ოჯახის წევრის ან/და ახლო ნათესავის პროექტი;

ბ) აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი ფილმის პროექტის პროდიუსერთან ან პროექტით გათვალისწინებული ფილმის ავტორთან;

გ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი პირადი ინტერესი, რამაც საექსპერტო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი, ხოლო „ახლო ნათესავში“ იგულისხმება პირის „ოჯახის წევრი“, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავი, და-ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები, ასევე, „ოჯახის წევრის“ „ახლო ნათესავი“.

4. საექსპერტო კომისიის წევრს კონკურსის ფარგლებში განსახილველი პროექტების მისთვის გაგზავნიდან ეძლევა 3 კალენდარული დღე ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევის გამოსავლენად.

5. ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად შეისწავლოს შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი.

6. ეროვნული კინოცენტრის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის გამოვლენის შემთხვევაში, თუ პირმა ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში არ განაცხადა თვითაცილების თაობაზე, ეროვნული კინოცენტრი შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შესახებ ატყობინებს კომისიის წევრს და იგი ითვლება აცილებულად საექსპერტო კომისიის შემადგენლობიდან.

7. იმ შემთხვევაში, თუ საექსპერტო კომისიის წევრმა ამ დებულებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და დადგენილ ვადაში არ განაცხადა ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და ასეთი საფუძვლების არსებობა გამოვლინდა მხოლოდ მოგვიანებით, პირი ამოირიცხება მონაცემთა ბაზიდან, აღარ ექნება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის უფლება ამორიცხვიდან 2 წლის განმავლობაში და ამორიცხვის წელსა და მომდევნო წელს შეეზღუდება მონაწილეობის უფლება ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.

8. თუ საექსპერტო კომისიის აცილებული წევრი ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ ეთანხმება ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობას, იგი უფლებამოსილია გაასაჩივროს აცილების შესახებ ეროვნული კინოცენტრის უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება ეროვნული კინოცენტრის დირექტორთან, შეტყობინების ჩაბარებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. თუ მესამე კალენდარული დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, გასაჩივრების ვადა გრძელდება მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით.

9. საჩივარს საექსპერტო კომისიის აცილების გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იხილავს და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 3 კალენდარულ დღეში. თუ მესამე კალენდარული დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, გადაწყვეტილების მიღების ვადა განისაზღვრება მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით.

10. ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები აისახება საექსპერტო კომისიის წევრთან დადებულ ხელშეკრულებაში.

11. ეროვნული კინოცენტრი საექსპერტო კომისიისათვის უზრუნველყოფს იმ სახელმძღვანელო სამართლებრივი აქტების გაცნობასა და განმარტებას, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში (მათ შორის, შეფასების კრიტერიუმები).

12. ეროვნული კინოცენტრი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ამზადებს სახელმძღვანელო დოკუმენტს, წერილობითი ან/და ჩანაწერის სახით, რომელიც უზრუნველყოფს საექსპერტო კომისიის წევრისათვის საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას კონკურსის ფარგლებში წარდგენილი პროექტის შეფასების მეთოდოლოგიასთან დაკავშირები