1. პროექტებს, რომელთან დაკავშირებითაც საექსპერტო კომისიის პირველმა შემადგენლობამ (ჟიურიმ) მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, განიხილავს საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა.

2. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა იქმნება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული თითოეული კონკურსისათვის.

3. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობაში შედის 4 წევრი, რომელთაგან 2 წევრი პროდიუსერია, ხოლო 2 წევრი – ეროვნული კინოცენტრის ფინანსისტი ან ფილმის წარმოების სპეციალისტი, ან ამავე პროფესიის/სპეციალობის მქონე მოწვეული პირი.

4. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის იმავე კონკურსის საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრი.

5. თუ საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა ვადამდე, მის ნაცვლად კომისიას დაემატება ახალი წევრი მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

6. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობას საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დასკვნასთან ერთად ეგზავნება ის საკონკურსო განაცხადები, რომელთან მიმართებით მიღებულია საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დადებითი გადაწყვეტილება.

7. კონკურსის ფარგლებში ფილმის პროექტის საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის მიერ განხილვის ეტაპზე არ ხდება წარდგენილი ფილმის პროექტის დაზუსტება და ხარვეზის გასწორება ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. ამ ეტაპზე წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია მხედველობაში არ მიიღება და არ დაერთვება განსახილველი პროექტის მასალებ