1. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა ფილმის პროექტებს იხილავს შემდეგი კრიტერიუმებით: ფინანსური კუთხით პროექტის განხორციელებადობა და მდგრადობა; ტექნიკური დოკუმენტაციის გამართულობა; პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების რეალურობა; პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მოპოვების ვადა; გააჩნია თუ არა შეუსრულებელი ფინანსური ან სხვა სამართლებრივი ხასიათის ვალდებულება ეროვნული კინოცენტრის წინაშე (მათ შორის, დაკისრებული აქვს თუ არა ფინანსური სანქციები); პროექტის კომერციული წარმატების პერსპექტივა; მიღებული აქვს თუ არა დაფინანსება პროდიუსერს ეროვნული კინოცენტრიდან და დადებით შემთხვევაში, პროდიუსერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა (ფილმის დასრულება, გადავადების არსებობის ფაქტი, დაუსრულებელი პროექტი და სხვ.). ხარჯთაღრიცხვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, თუ რამდენად არის გათვალისწინებული საბაზრო ფასები მისი შედგენისას.

2. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს საექსპერტო კომისიის ყველა წევრი. გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა სულ მცირე 3 ხმა.

3. საექსპერტო კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პროექტის დაფინანსების შესახებ (დაფინანსების ოდენობის მითითებით);

ბ) პროექტის დაფინანსებაზე უარის შესახებ.

4. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის წევრებს არ აქვთ უფლება, თავი შეიკავონ გადაწყვეტილების მიღების ან სხდომის ოქმზე ხელის მოწერისაგან. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და სხდომის მდივანი. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის წევრების დასაბუთებები სხდომის მდივნის მიერ წერილობითი სახით შეიტანება სხდომის ოქმში. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის წევრი უფლებამოსილია ოქმს ასევე დაურთოს მის მიერ მომზადებული წერილობითი დასაბუთება.

5. ამ დებულების შესაბამისად, საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის წევრის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე ან ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, სხდომის მდივანი ოქმზე აკეთებს შენიშვნას და მიუთითებს უარის მიზეზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის პროდიუსერი წევრი 2 წლით ამოირიცხება მონაცემთა ბაზიდან და ამორიცხვის წელსა და მომდევნო წელს შეეზღუდება მონაწილეობის უფლება ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. პირის მონაცემთა ბაზიდან ამორიცხვის შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

6. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის დასკვნა საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დასკვნასთან ერთად წარედგინება ეროვნული კინოცენტრის დირექტორ