1. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის საექსპერტო კომისია იქმნება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული თითოეული კონკურსისათვის.
2. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შედის არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 წევრი. კომისიის შემადგენლობაში შედის პროდიუსერი, მოწვეული დარგის სპეციალისტი და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომელი, რომელიც შესაბამისი დარგის სპეციალისტია.
3. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის საექსპერტო კომისია დასკვნის სახით იღებს გადაწყვეტილებას პროექტის მხატვრული მხარისა და კომერციული წარმატების პერსპექტივის განხილვის საფუძველზ