1. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სხდომა მოიწვევა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, საკონკურსო განაცხადების გადაცემიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საკონკურსო განაცხადების მიღებისათვის განკუთვნილი ვადის ამოწურვიდან ერთი თვისა. გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება გაიმართოს კომისიის ერთი ან რამდენიმე სხდომა. კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) მიერ გადაწყვეტილება მიიღება პირველი სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.
2. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრები მუშაობენ ინდივიდუალურად, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე. პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სხდომაში მონაწილეობა დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
3. საექსპერტო კომისიის პირველ შემადგენლობას (ჟიურის) უფლება აქვს, შემაჯამებელ სხდომაზე, ხმის უფლების გარეშე, მოიწვიოს კინოს სფეროს წარმომადგენელი/წარმომადგენლები (მაგალითად, ხმის რეჟისორი, მემონტაჟე და სხვა), ასევე, მწერალი ან სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ჯამში არაუმეტეს სამი პირისა.
4. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სხდომას ჰყავს მდივანი, რომელიც ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელია და პასუხისმგებელია სხდომის ოქმის შედგენაზე.
5. პირველ ეტაპზე, საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) ფილმის პროექტის მხატვრული ღირებულება;
ბ) ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების გამოცდილება;
გ) ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილება;
დ) ფილმის პროექტის პროდიუსერის, ავტორებისა და მონაწილეების (შემოქმედებითი ჯგუფი) მიერ შექმნილი ფილმების მიერ მიღებული ჯილდოებ