1. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის სხდომებს იწვევს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

2. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება გაიმართოს კომისიის ერთი ან რამდენიმე სხდომა. კომისიის მეორე შემადგენლობის მიერ გადაწყვეტილება მიიღება საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

3. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის სხდომა შეიძლება გაიმართოს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

4. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა უფლებამოსილია, გაესაუბროს კონკურსის მონაწილეებს და დამატებით დაუსვას კითხვები.

5. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის სხდომის მდივნის ფუნქციას ასრულებს ეროვნული კინოცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელ