(1) ამ კონვენციით გათვალისწინებული დაცვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ სრულდება მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობები, ვრცელდება:
(a) იმ კინემატოგრაფიული ნაწარმოებების ავტორებზე, რომელთა დამამზადებელს აქვს შტაბ-ბინა ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში;
(b) იმ არქიტექტურული ნაწარმოებების ავტორებზე, რომლებიც აგებულია კავშირის რომელიმე ქვეყანაში, ან ხელოვნების იმ სხვა ნაწარმოებების ავტორებზე, რომლებიც შეადგენენ კავშირის რომელიმე ქვეყანაში მდებარე შენობის ან სხვა ნაგებობის ნაწილ