(1) დასაშვებია ციტატების მოყვანა ნაწარმოებიდან, რომელიც კანონიერად უკვე გახდა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი, იმ პირობით, რომ ეს შეთავსებადია კეთილსინდისიერ საქმიანობასთან და მისი მოცულობა გამართლებულია დასახული მიზნით,  მათ  შორის,  სტატიების ციტირება  ჟურნალ-გაზეთებიდან  პრესის  მიმოხილვის  ფორმით..

(2) კავშირის ქვეყნების კანონმდებლობით და მათ შორის უკვე  არსებული  ან  მომავალში დადებული სპეციალური შეთანხმებებით, შეიძლება ნებადართული იყოს ლიტერატურისა  და ხელოვნების ნაწარმოებების ილუსტრაციის სახით გამოყენება დასახული მიზნით გამართლებული მოცულობით, სასწავლო ხასიათის გამოცემებში, საეთერო გადაცემებში, ან ხმის ან გამოსახულების ჩანაწერებში, იმ  პირობით,  თუ  ასეთი  გამოყენება  თავსებადია  კეთილსინდისიერ  საქმიანობასთან.

(3)  ამ  მუხლის  წინა   პუნქტების   თანახმად,   ნაწარმოებების   გამოყენებისას   მითითებული უნდა  იყოს წყარო  და  ავტორის  სახელი, თუ  ის  აღნიშნულია ამ  წყაროშ