[ნაწარმოებების შესაძლო თავისუფალი გამოყენების დამატებითი შემთხვევები:

1. გარკვეული  სტატიებისა  და  ეთერით  გადაცემული  ნაწარმოებების; 2. მიმდინარე მოვლენების  გაშუქებისას  ნაჩვენები  ან  გაჟღერებული  ნაწარმოებები]

(1) კავშირის  ქვეყნების  კანონმდებლობას  რჩება  უფლება  დაუშვას  მიმდინარე  ეკონომიკურ, პოლიტიკურ  ან  რელიგიურ  საკითხებზე  გაზეთებში  ან  პერიოდულ  გამოცემებში გამოქვეყნებული  სტატიებისა  და  ეთერით  გადაცემული  ამავე  ხასიათის  ნაწარმოებების  პრესის საშუალებით  რეპროდუცირება, ეთერით  გადაცემა  ან  სადენით  საყოველთაოდ  გაცნობა  იმ შემთხვევაში, როდესაც მათ რეპროდუცირებასთან, ეთერით გადაცემასა  ან საყოველთაოდ გაცნობასთან დაკავშირებით  არ  არსებობს საგანგებო  დათქმები. თუმცა, ყოველთვის მკაფიოდ უნდა  იყოს  მითითებული  წყარო; ამ  ვალდებულების  დარღვევის  სამართლებრივი  შედეგები განისაზღვრება  იმ  ქვეყნის  კანონმდებლობით, სადაც  მოითხოვება  დაცვა.

(2) კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას, ასევე, რჩება უფლება განსაზღვროს პირობები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ფოტოგრაფიის, კინემატოგრაფიის, ეთერით გადაცემის  ან სადენით საყოველთაო გაცნობის საშუალებით, მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, რეპროდუცირებულ იქნეს და საინფორმაციო მიზნით გამართლებული მოცულობით გახდეს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ლიტერატურის  ან  ხელოვნების   ნაწარმოებები, რომლებიც   ისმის ან ჩანს მოვლენის მსვლელობისა