(1) დრამატული, მუსიკალურ-დრამატული და მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ:
(i) თავიანთი ნაწარმოებების საჯარო შესრულებაზე, ნებისმიერი საშუალებით ან ხერხით განხორციელებული საჯარო შესრულების ჩათვლით;
(ii) საყოველთაო გაცნობის მიზნით, თავიანთი ნაწარმოებების შესრულების ნებისმიერი ხერხით გადაცემაზე.
(2) ასეთივე უფლებებით სარგებლობენ დრამატული ან მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებების ავტორები ნაწარმოებების თარგმანებთან დაკავშირებით ორიგინალურ ნაწარმოებებზე მათი უფლებების მოქმედების სრული ვადის განმავლობაშ