გარდამავალი  ღონისძიებები; 3. ავტორის  ნებართვის  გარეშე  იმპორტირებული ეგზემპლარებზე  ყადაღის  დადება]

(1) კავშირის  თითოეულ  ქვეყანას  შეუძლია  თავისთვის  დააწესოს  დათქმები  და  პირობები მუსიკალური  ნაწარმოებების  ავტორისა  და  იმ  ნებისმიერი  ტექსტის  ავტორისთვის  მინიჭებულ განსაკუთრებულ უფლებებთან დაკავშირებით, რომელმაც გასცა მუსიკალურ ნაწარმოებთან ერთად  ტექსტის  ჩაწერის  ნებართვა, რათა  გასცეს  ასეთ ტექსტთან  ერთად, თუ ამგვარი არსებობს,  ამ  მუსიკალური  ნაწარმოების  აუდიოჩანაწერის  დამზადების  ნებართვა; თუმცა ყველა ასეთი დათქმა და პირობა მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებმაც ისინი დააწესა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ლახავდეს ამ ავტორების უფლებას მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება, რომელსაც შეთანხმების არარსებობისას ადგენს უფლებამოსილი ორგანო.

(2) რომში 1928 წლის 2 ივნისს და ბრიუსელში 1948 წლის 26 ივნისს ხელმოწერილი კონვენციების 13(3) მუხლის შესაბამისად, კავშირის ქვეყნებში  დამზადებული  მუსიკალური ნაწარმოების ჩანაწერების რეპროდუცირება შესაძლებელია მუსიკალური ნაწარმოების ავტორის ნებართვის გარეშე ამ ქვეყანაში, ვიდრე ორი წელი  არ  გავა  ქვეყანისათვის  ამ  აქტით ვალდებულების  დაკისრების  შემდეგ.

(3) ამ  მუხლის  (1) და  (2) პუნქტების  თანახმად, დამზადებული  ჩანაწერები, იმპორტირებული  დაინტერესებული  მხარეების  ნებართვის  გარეშე  იმ  ქვეყანაში, რომელშიც  ისინი მიჩნეულია  უკანონოდ, ექვემდებარება  ყადაღის  დადება