[კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები: 1. “ორიგინალურ” ნაწარმოებებთან გათანაბრება; 2. უფლებების მფლობელები; ნაწარმოების შექმნაში წვლილის შემტან გარკვეულ პირთა ზოგიერთი უფლებების შეზღუდვა; 3. ნაწარმოების შექმნაში წვლილის შემტანი ზოგიერთი სხვა პირები]
(1) კინემატოგრაფიული ნაწარმოები ექვემდებარება დაცვას, როგორც ორიგინალური ნაწარმოები, საავტორო უფლებების შეულახავად იმ ნებისმიერ ნაწარმოებზე, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ადაპტირებული ან რეპროდუცირებული. კინემატოგრაფიულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების მფლობელი სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორითაც ორიგინალური ნაწარმოების ავტორი, წინა მუხლში გათვალისწინებული უფლებების ჩათვლით.
(2)(a) კინემატოგრაფიულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების მფლობელები განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვა.
(b) მიუხედავად ამისა, კავშირის ქვეყნებში, რომელთა კანონმდებლობა კინემატოგრაფიულ ნაწარმოებზე საავტორო უფლებების მფლობელთა შორის ითვალისწინებს ავტორებს, რომლებმაც შეიტანეს წვლილი ნაწარმოების შექმნაში, ასეთ ავტორებს, თუ მათ იკისრეს ამგვარი წვლილის შეტანა, არ შეუძლიათ, ნებისმიერი საპირისპირო ან განსაკუთრებული პირობის არარსებობისას, წინააღმდეგობა გაუწიონ ნაწარმოების რეპროდუცირებას, გავრცელებას, საჯარო შესრულებას, სადენით საყოველთაო გაცნობას, ეთერით გადაცემას ან ნებისმიერ სხვა სახის საყოველთაო გაცნობას, ასევე, ტექსტების სუბტიტრირებას ან დუბლირებას.
(c) საკითხს იმის შესახებ, უნდა ჰქონდეს თუ არა წერილობითი შეთანხმების ან თანაბარი ძალის მქონე წერილობითი აქტის ფორმა, ზემოაღნიშნულ ვალდებულებას (b) ქვეპუნქტის გამოყენების მიზნით, განსაზღვრავს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომელშიც კინემატოგრაფიული ნაწარმოების დამამზადებელს აქვს თავისი შტაბ-ბინა, ან ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. თუმცა, კავშირის ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვა, განისაზღვრება აღნიშნულ ვალდებულებას ექნება წერილობითი შეთანხმების თუ თანაბარი ძალის მქონე წერილობითი აქტის ფორმა. ქვეყნები, რომელთა კანონმდებლობა ითვალისწინებს ამას, ატყობინებენ აღნიშნულის შესახებ გენერალურ დირექტორს წერილობითი დეკლარაციით, რომლის შესახებაც იგი დაუყოვნებლივ აცნობებს კავშირის ყველა სხვა ქვეყანას.
(d) „საპირისპირო ან განსაკუთრებული პირობა” ნიშნავს ნებისმიერ შემზღუდავ პირობას, რომელიც შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ ვალდებულებას.
(3) თუ ეროვნული კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ზემოთ აღნიშნული (2)(b) პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიული ნაწარმოებისთვის შექმნილი სცენარების, დიალოგებისა და მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებსა ან მის დამდგმელ რეჟისორზე. თუმცა, კავშირის ის ქვეყნები, რომელთა კანონმდებლობა არ შეიცავს დებულებებს, რომლებიც ითვალისწინებს აღნიშნული (2)(b) პუნქტის გამოყენებას დამდგმელი რეჟისორის მიმართ, აცნობებენ ამის შესახებ გენერალურ დირექტორს წერილობითი განცხადებით, რომლის შესახებაც იგი დაუყოვნებლივ აცნობებს კავშირის ყველა სხვა ქვეყანა