[ეთერით  გადაცემა  და  მასთან  დაკავშირებული  უფლებები: 1. ეთერით გადაცემა და სხვა სახის უსადენო გადაცემები, საეთერო გადაცემის საყოველთაო გაცნობა სადენით ან ეთერით ხელახალი გადაცემის საშუალებით, საეთერო გადაცემის  საყოველთაო გაცნობა ხმამაღლამოლაპარაკის ან ანალოგიური ხელსაწყოს მეშვეობით; 2. იძულებითი  ლიცენზიები; 3. ჩაწერა; ჩანაწერები  ხანმოკლე  გამოყენებისათვის]

(1)  ლიტერატურისა    და    ხელოვნების      ნაწარმოებების     ავტორებს     აქვთ     განსაკუთრებული უფლება ნება დართონ:

(i) თავიანთი ნაწარმოებების ეთერით გადაცემაზე, ან ამ ნაწარმოებების საყოველთაო გაცნობაზე ნიშნების, ხმების ან გამოსახულებების უსადენო გადაცემის ნებისმიერი სხვა საშუალებით;

(ii) ეთერით  გადაცემული  ნაწარმოების  ნებისმიერ  საყოველთაო  გაცნობის  სადენით  ან ეთერით რეტრანსლიაციის მეშვეობით, თუ მას ახორციელებს არა პირვანდელი, არამედ სხვა  ორგანიზაცია;

(iii) ეთერით გადაცემული ნაწარმოების საყოველთაო გაცნობაზე ხმამაღლამოლაპარაკით, ნიშნების, ბგერების ან გამოსახულებების გადამცემი ნებისმიერი სხვა ანალოგიური ხელსაწყოს მეშვეობით.

(2) კავშირის ქვეყნის კანონმდებლობით განისაზღვრება წინა პუნქტში გათვალისწინებული უფლებების განხორციელების პირობები, თუმცა პირობები იმოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებშიც ისინი იქნა დადგენილი. ეს  პირობები  არავითარ  შემთხვევაში  არ  უნდა  ლახავდეს ავტორის არაქონებრივ უფლებებსა და სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელსაც შეთანხმების არარსებობისას ადგენს კომპეტენტური ორგანო.

(3) თუ სხვა რამ არ არის  დადგენილი,  ამ  მუხლის  (1)  პუნქტის  შესაბამისად  გაცემული ნებართვა, არ გულისხმობს ეთერით გადაცემული ნაწარმოების ჩაწერის ნებართვას ბგერებისა ან გამოსახულებების ჩამწერი ხელსაწყოების მეშვეობით. თუმცა, კავშირის ქვეყნების  კანონმდებლობას რჩება უფლება  განსაზღვროს ხანმოკლე გამოყენების ჩანაწერების შესრულების წესები, რასაც ახორციელებს სამაუწყებლო  ორგანიზაცია  საკუთარი  მოწყობილობებით  და  იყენებს  საკუთარი საეთერო გადაცემებისთვის. ამგვარი კანონმდებლობით  შესაძლებელია  ნებადართული  იყოს ოფიციალურ არქივებში ასეთი ჩანაწერების შენახვა მათი  განსაკუთრებული  დოკუმენტური  ხასიათის გამ