[არაქონებრივი უფლებები: 1. ავტორად აღიარების მოთხოვნა; შედავება გარკვეულ ცვლილებებსა და სხვა დამრღვევ ქმედებებთან დაკავშირებით; 2. ავტორის გარდაცვალების შემდეგ; 3. ზიანის ანაზღაურების საშუალებები]
(1) ავტორის ქონებრივი უფლებებისგან დამოუკიდებლად და აღნიშნული უფლებების გადაცემის შემდეგაც კი, ავტორს აქვს უფლება მოითხოვოს ნაწარმოების ავტორად აღიარება და წინ აღუდგეს ამ ნაწარმოების ნებისმიერ გაუკუღმართებას, დამახინჯებას, ან სხვაგვარ ცვლილებას, ასევე ამ ნაწარმოების ნებისმიერ სხვა შელახვას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ავტორის ღირსებას ან რეპუტაციას.
(2) წინა პუნქტის შესაბამისად ავტორისათვის მინიჭებული უფლებები ინარჩუნებს ძალას მისი გარდაცვალების შემდეგ, სულ მცირე, ქონებრივი უფლებების მოქმედების ვადის გასვლამდე და ხორციელდება იმ პირების ან დაწესებულებების მიერ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვა. თუმცა იმ ქვეყნებს, რომელთა კანონმდებლობა, ამ აქტის რატიფიკაციის ან მასთან შეერთების მომენტში, არ შეიცავს დებულებებს, რომლებიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ უზრუნველყოფენ წინა პუნქტში ჩამოთვლილი ყველა უფლების დაცვას, შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ ზოგიერთი ეს უფლება შეწყდება ავტორის გარდაცვალების შემდეგ.
(3) ზიანის ანაზღაურების საშუალებები ამ მუხლით მინიჭებული უფლებების უზრუნველსაყოფად რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვ