[გარკვეული  ნაწარმოებების  დაცვის  შესაძლო  შეზღუდვა: 1. გარკვეული გამოსვლები; 2. ლექციებისა  და  მიმართვების  გარკვეული  გამოყენება; 3. ამგვარი

ნაწარმოებების  კრებულების  შედგენის  უფლება]

(1) კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას რჩება უფლება წინა მუხლით გათვალისწინებული დაცვიდან სრულად ან ნაწილობრივ გამორიცხოს პოლიტიკური გამოსვლები და სასამართლო პროცესების მსვლელობისას წარმოთქმული სიტყვები.

(2) კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას ასევე, რჩება უფლება განსაზღვროს პირობები, რომლებითაც ლექციები, მიმართვები და ამავე ხასიათის საჯაროდ  წარმოთქმული  სხვა ნაწარმოებები შეიძლება  რეპროდუცირებულ  იქნეს  პრესის  მეშვეობით,  გადაიცეს  ეთერით, გადაიცეს საყოველთაო გაცნობისათვის სადენის მეშვეობით და გახდეს საყოველთაო გაცნობის საგანი, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ კონვენციის  11bis  მუხლის  (1)  პუნქტში,  როდესაც ამგვარი გამოყენება გამართლებულია საინფორმაციო მიზნით.

(3) მიუხედავად     ამისა,  ავტორი   სარგებლობს  წინა        პუნქტებში     მითითებული,  თავისი ნაწარმოებების  კრებულის  შედგენის  განსაკუთრებული  უფლები