წარმოშობის ქვეყანაში; 4. „წარმოშობის ქვეყანა”]
(1) ამ კონვენციით დაცული ნაწარმოებების მიმართ ავტორები, კავშირის ქვეყნებში, ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის გარდა, სარგებლობენ უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვთ ამჟამად და შესაძლოა მიენიჭოთ მომავალში მათ მოქალაქეებს ქვეყნის შესაბამისი კანონებით, ასევე, ამ კონვენციით სპეციალურად მინიჭებული უფლებებით.
(2) ამ უფლებებით სარგებლობა და მათი გამოყენება არ არის დაკავშირებული რაიმე ფორმალობის შესრულებაზე; ასეთი სარგებლობა და გამოყენება არ არის დამოკიდებული ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში დაცვის არსებობაზე. აქედან გამომდინარე, ამ კონვენციის დებულებების გარდა, დაცვის ფარგლები, ისევე როგორც ავტორის უფლებების დასაცავად მინიჭებული ზიანის ანაზრაურების საშუალებები, რეგულირდება მხოლოდ იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვა.
(3) დაცვა წარმოშობის ქვეყანაში რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით. თუმცა, თუ ავტორი არ არის იმ ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც მას კონვენციით ენიჭება დაცვა, ამ ქვეყანაში იგი სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორითაც ამ ქვეყნის მოქალაქე ავტორები.
(4) წარმოშობის ქვეყნად მიიჩნევა:
(a) კავშირის რომელიმე ქვეყანაში ნაწარმოების პირველად გამოქვეყნების შემთხვევაში,– ეს ქვეყანა; ნაწარმოებების ერთდროულად გამოქვეყნების შემთხვევაში კავშირის
რამდენიმე ქვეყანაში, რომლებიც დაცვის სხვადასხვა ვადას ანიჭებენ, – ის ქვეყანა,რომლის კანონმდებლობითაც დადგენილია დაცვის უმოკლესი ვადა;
(b) ნაწარმოებების ერთდროულად გამოქვეყნების შემთხვევაში ქვეყანაში, რომელიც არ
შედის კავშირში, და კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, – ეს უკანასკნელი ქვეყანა;
(c) იმ შემთხვევაში, თუ ნაწარმოებები არ არის გამოქვეყნებული, ან ნაწარმოებები
პირველად გამოქვეყნდა ქვეყანაში, რომელიც არ შედის კავშირში, კავშირის რომელიმე
ქვეყანაში ერთდროულად გამოქვეყნების გარეშე, – ქვეყანა, რომლის მოქალაქეც არის
ავტორი, იმ პირობით, რომ:
(i) კინემატოგრაფიული ნაწარმოებებისათვის, რომელთა დამამზადებელს აქვს შტაბ-ბინა
ან ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი კავშირის ქვეყანაში, წარმოშობის ქვეყანა
არის ეს ქვეყანა, და
(ii) კავშირის ქვეყანაში აგებული არქიტექტურული ნაწარმოებების ან ხელოვნების სხვა
ნაწარმოებებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ კავშირის რომელიმე ქვეყანაში
მდებარე შენობის ან სხვა ნაგებობის ნაწილს, წარმოშობის ქვეყანა არის ეს ქვეყან