(1) ამ კონვენციით გათვალისწინებული დაცვა ვრცელდება:
(a) ავტორებზე, რომლებიც კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათი როგორც გამოქვეყნებული, ისე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების მიმართ.
(b) ავტორებზე, რომლებიც არ არიან კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები, მათი ნაწარმოებების მიმართ, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა ერთ-ერთ ამ ქვეყანაში, ან ერთდროულად გამოქვეყნდა ქვეყანაში, რომელიც არ შედის კავშირში, და კავშირის ქვეყანაში.
(2) ავტორები, რომლებიც არ არიან კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ აქვთ ჩვეულებრვი საცხოვრებელი ადგილი ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში, ამ კონვენციის მიზნებისთვის უთანაბრდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეებს.
(3) „გამოქვეყნებულ ნაწარმოებებში” იგულისხმება ავტორების თანხმობით გამოქვეყნებული ნაწარმოებები, მიუხედავად ეგზემპლარების დამზადების საშუალებებისა იმ პირობით, თუ ამ ეგზემპლარების რაოდენობა, ნაწარმოების ხასიათის გათვალისწინებით, აკმაყოფილებს საზოგადოების გონივრულ მოთხოვნებს. გამოქვყნებად არ ჩაითვლება რამატული, მუსიკალურ-დრამატული, კინემატოგრაფიული ნაწარმოების ან მუსიკალური ნაწარმოების შესრულება, ლიტერატურული ნაწარმოების საჯარო წაკითხვა, ლიტერატურისა ან ხელოვნების ნაწარმოებების გადაცემა სადენით ან ეთერის საშუალებით, ხელოვნების ნაწარმოების გამოფენა და არქიტექტურული ნაწარმოების აგება.
(4) ნაწარმოები ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში გამოქვეყნებულად მიიჩნევა, თუ ის გამოქვეყნდა ორ ან მეტ ქვეყანაში მისი პირველი გამოქვეყნებიდან ოცდაათი დღის განმავლობაშ