(1) გამოთქმა „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები” მოიცავს ყველა ნამუშევარს ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში, მისი გამოხატვის ხერხისა და ფორმის მიუხედავად, როგორიცაა: წიგნები, ბროშურები და სხვა წერილობითი ნაწარმოებები; ლექციები, მიმართვები, ქადაგებები და ამავე ხასიათის სხვა ნაწარმოებები; დრამატული ან მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებები; ქორეოგრაფიული ნაწარმოებები და პანტომიმები; მუსიკალური ნაწარმოებები ტექსტით ან ტექსტის გარეშე; კინემატოგრაფიული ნაწარმოებები, რომლებთანაც არის გათანაბრებული კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებით გამოხატული ნაწარმოებები; ნახატები, ფერწერული, არქიტექტურული, სკულპტურული, გრაფიკული და ლითოგრაფიული
1 ისმო-ს შენიშვნა: კონვენციის ტექსტით სარგებლობის გაადვილების მიზნით, თითოეულ მუხლსა და დამატებით კარს აქვს სათაური. ხელმოწერილ ტექსტში სათაურები არ არის
ნაწარმოებები; ფოტოგრაფიული ნაწარმოებები, რომლებთანაც გათანაბრებულია ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებით გამოხატული ნაწარმოებები; გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებები; ილუსტრაციები, გეოგრაფიული რუკები, გეგმები, ესკიზები და მოცულობითი ნაწარმოებები, რომლებიც განეკუთვნება გეოგრაფიას, ტოპოგრაფიას, არქიტექტურას ან მეცნიერებას.
(2) მიუხედავად ამისა, კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას რჩება უფლება დააწესოს, რომ ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები, ან მათი გარკვეული კატეგორიები არ ექვემდებარება დაცვას, თუ ისინი არ არის დაფიქსირებული რაიმე მატერიალური ფორმით.
(3) თარგმანები, ადაპტაციები, მუსიკალური არანჟირებები და ლიტერატურისა ან ხელოვნების ნაწარმოებების სხვა სახეცვლილებები დაცულია როგორც ორიგინალური ნაწარმოებები, ორიგინალურ ნაწარმოებებზე საავტორო უფლების შელახვის გარეშე.
(4) კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას რჩება უფლება განსაზღვროს დაცვა, რომელიც ენიჭება საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და იურიდიული ხასიათის ოფიციალურ ტექსტებსა და ასეთი ტექსტების ოფიციალურ თარგმანებს.
(5) ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებების კრებულები, მაგალითად ენციკლოპედიები და ანთოლოგიები, რომლებიც მასალის შერჩევისა და განლაგების გამო, ინტელექტუალური შემოქმედების შედეგს წარმოადგენს, დაცულია როგორც ასეთი, ამგვარი კრებულების შემადგენელი თითოეული ნაწარმოების ავტორის უფლებების შეულვის გარეშე.
(6) ამ მუხლში აღნიშნული ნაწარმოებები სარგებლობს დაცვით კავშირის ყველა ქვეყანაში. ეს დაცვა მოქმედებს ავტორისა და მისი უფლებამონაცვლეების სასარგებლოდ.
(7) ამ კონვენციის მუხლის 7(4) დებულებების გათვალისწინებით, კავშირის ქვეყნებს რჩებათ უფლება გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებებისათვის და სამრეწველო დიზაინებისა და მოდელებისათვის განსაზღვროს მათი კანონების გამოყენების ფარგლები, ასევე, ამგვარი ნაწარმოებების, დიზაინებისა და მოდელების დაცვის პირობები. ნაწარმოებებს, რომლებიც წარმოშობის ქვეყანაში დაცულია მხოლოდ, როგორც დიზაინები და მოდელები, კავშირის სხვა ქვეყანაში აქვს მხოლოდ, ისეთი სპეციალური დაცვის უფლება, როგორიც ენიჭება ამ ქვეყანაში დიზაინებსა და მოდელებს. თუმცა, თუ ამ ქვეყანაში არ ხდება ასეთი სპეციალური დაცვის მინიჭება, ეს ნაწარმოებები დაიცვება, როგორც ხელოვნების ნაწარმოებები.
(8) ამ კონვენციით გათვალისწინებული დაცვა არ ვრცელდება დღის ახალ ამბებზე ან სხვადასხვა ფაქტებზე, რომელთაც უბრალო პრეს-ინფორმაციის ხასიათი აქვ