(1) თუ რომელიმე ქვეყანა, რომელიც არ შედის კავშირში, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს იმ ავტორების ნაწარმოებების დაცვას, რომლებიც არიან კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები, ამ უკანასკნელ ქვეყანას შეუძლია შეზღუდოს იმ  ავტორთა  ნაწარმოებებისთვის  მინიჭებული  დაცვა, რომლებიც პირველი გამოქვეყნების თარიღისათვის არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები და არ აქვთ ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში.  თუ  პირველი  გამოქვეყნების ქვეყანა ისარგებლებს ამ უფლებით, კავშირის სხვა ქვეყნებს არ მოეთხოვებათ განსაკუთრებულ რეჟიმს დაქვემდებარებულ ნაწარმოებებს მიანიჭონ იმ დაცვაზე უფრო ფართო დაცვა, ვიდრე მათ  აქვთ მინიჭებული  პირველი  გამოქვეყნების  ქვეყანაში.

(2) წინა პუნქტით დადგენილი არანაირი შეზღუდვა არ ახდენს გავლენას  იმ  უფლებებზე, რომლებიც შეძენილი აქვს ავტორს კავშირის რომელიმე  ქვეყანაში  გამოქვეყნებული  ნაწარმოების მიმართ, ასეთი  შეზღუდვის  ძალაში  შესვლამდე.

(3) კავშირის  ქვეყნები,  რომლებიც  ამ  მუხლის  შესაბამისად  ზღუდავენ  საავტორო უფლებების მინიჭებას, ამის შესახებ აცნობებენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს (შემდგომ – „გენერალური დირექტორი”) წერილობითი დეკლარაციით, რომელშიც განსაზღვრულია ის ქვეყნები, რომელთა მიმართაც იზღუდება დაცვა, ასევე, შეზღუდვები, რომლებსაც ექვემდებარება იმ ავტორთა უფლებები, რომლებიც ამ ქვეყნების მოქალაქეები არიან. გენერალური დირექტორი დაუყოვნებლივ აცნობებს  კავშირის  ყველა  ქვეყანას ამ დეკლარაციის შესახე