1. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირი წახალისდება ან მას დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მისი ქმედება ჩადენის დროს წარმოადგენს წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს.

2.  ქმედების ჩადენის დროდ ითვლება მისი განხორციელების თარიღი, ხოლო შედეგის დადგომის მომენტს მნიშვნელობა არ აქვს.

3. ნორმას, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, აქვს უკუძალა. ნორმას, რომელიც აწესებს ან ამკაცრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს.

4. ნორმას, რომელიც აწესებს ან აუქმებს წახალისების სახეს, უკუძალა არ აქვ