1. წახალისებისა და დისციპლინური ღონისძიების მიზანია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესების დაცვის უზრუნველყოფა, სამსახურის გავლის ადგილას სამუშაო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის მოტივაციის ამაღლება.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს იმ მოვალეობის შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობისთვისაც დაკისრებული ჰქონდა მას დისციპლინური პასუხისმგებლობა, ასევე იმ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც გამოწვეულია დისციპლინური გადაცდომით. პირს, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის პერიოდში, ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით, შესაძლოა, დაეკისროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პასუხისმგებლობა. საპატიო მიზეზის გარეშე გაცდენილი დღეები პირს არ ჩაეთვლება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაში.
3. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედება ვრცელდება ყველა პირზე, ვინც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს.
4. დისციპლინური წარმოება ეფუძნება კანონიერების, სამართლიანობის, ანტიდისკრიმინაციული მიდგომის, ობიექტურობის, ყოველმხრივობის, კონფიდენციალურობის, მიუკერძოებლობისა და ეთიკის პრინციპებს.
5. პირს არ შეიძლება, განმეორებით დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ერთისა და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის.
6. პირი, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენა