1. დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებისას სააგენტო საქმეს განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დადგენილებითა და სააგენტოს შინაგანაწესით განსაზღვრული წესით.
2. პირი, რომლის მიმართაც გამოთქმულია ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ვალდებულია, ხელი შეუწყოს დისციპლინური საქმის განხილვას. აღნიშნული არ მოიცავს აღიარებისა და საკუთარი თავის საწინააღმდეგო ახსნა-განმარტების მიცემის ვალდებულებებს.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული დისციპლინური წარმოება იწყება საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლით, რის საფუძველზეც, დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ერთი თვის ვადაში შედგება დისციპლინური ოქმი.
4. სააგენტოს მიერ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული პირის მოვალეობათა შესრულების ხარისხზე მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო გაატარებს შრომითი ხელშეკრულებითა და სააგენტოს შინაგანაწესით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს სუბიექტ