1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა აითვლება მისი დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან.

2. დასაშვებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა, თუ პირი მისი მოქმედების ვადაში წახალისდება.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნას უზრუნველყოფს მის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

4. დისციპლინური პასუხისმგებლობა იხსნება მისი მოქმედების ვადის გასვლითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშ