1. სახელმწიფო კომისიის სხდომები მოიწვევა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პირთა სამხედრო სამსახურში გაწვევის პერიოდში, საჭიროებისამებრ, აგრეთვე სახელმწიფო კომისიის წევრის წინადადებით.
2. სახელმწიფო კომისიის წევრებისათვის კომისიის მუშაობაში მონაწილეობა სავალდებულოა. სახელმწიფო კომისიის წევრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება დაუშვებელია. გამონაკლის შემთხვევაში, სახელმწიფო კომისიის წევრი სხდომას ესწრება დისტანციურად, ელექტრონული ფორმით.
3. სააგენტო ასრულებს სახელმწიფო კომისიის სამდივნოს ფუნქციას, რომელიც ორგანიზებას უწევს სახელმწიფო კომისიის მოწვევას, ნიშნავს სახელმწიფო კომისიის სხდომებს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხდომების დისტანციური ფორმატით ჩატარებას, უზრუნველყოფს სახელმწიფო კომისიის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას.
4. სახელმწიფო კომისიის წევრებს, სახელმწიფო კომისიის სხდომაზე მიწვევასთან ერთად, ეგზავნებათ დღის წესრიგი და სრული ინფორმაცია დღის წესრიგის საკითხების შესახებ.
5. სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, განიხილოს საკითხი და მოამზადოს დასკვნა, თუ სხდომას ესწრება სახელმწიფო კომისიის წევრთა ორი მესამედი მაინც.
6. სახელმწიფო კომისიას დასკვნა გამოაქვს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის ფორმით. სახელმწიფო კომისიის წევრებს არ აქვთ ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სახელმწიფო კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ყველა დამსწრე წევრი. სახელმწიფო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას სახელმწიფო კომისიის სამდივნო (სააგენტო) წარუდგენს მინისტრს დასკვნის მომზადებიდან 10 დღის ვადაში.
7. სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე მიიწვიოს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევი/გაწვეული პირი და მოისმინოს მისი პოზიცია, დაუსვას კითხვები, მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე მიიწვიოს სხვა ნებისმიერი პირი.
8. სახელმწიფო კომისია საკითხის განხილვის შედეგად ამზადებს დადებით ან უარყოფით დასკვნას პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ. დასკვნის საფუძველზე, მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ ან მის გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს სათანადო ბრძანებას.
მუხლის 13. სააგენტო
1. სახელმწიფო კომისიის მუშაობის, მიღებულ გადაწყვეტილებათა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ეფექტიანად განხორციელებასა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა მოწესრიგებას უზრუნველყოფს სააგენტო.
2. სააგენტო:
ა) განიხილავს და ამზადებს სახელმწიფო კომისიაზე გასატანად ელექტრონული ან მატერიალური სახით შესულ განცხადებებს, საჩივრებსა და სხვა დოკუმენტაციას სახელმწიფო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებლად სამინისტროს წარუდგენს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას;
გ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ახორციელებს ადგილზე მონიტორინგს, რომლის პროცედურულ საკითხებს განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს ხელმძღვანელი პირი ბრძანებით;
დ) ამტკიცებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ტაბელის ფორმას, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვის ფორმას, შრომითი ხელშეკრულებისა და დასაქმების ხელშეკრულების ფორმას;
ე) დებს პირთან შრომით ხელშეკრულებას;
ვ) განსაზღვრავს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურულ საკითხებს, რაც არ რეგულირდება ამ წესით და რომელიც მტკიცდება სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებით;
ზ) სუბიექტის მიერ მიწოდებული ტაბელის საფუძველზე, არაუგვიანეს ყოველი თვის 15 რიცხვისა, ტაბელში მითითებული ნამუშევარი დღეების პროპორციულად უზრუნველყოფს პირზე ხელფასის ჩარიცხვას;
თ) სახელმწიფო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს მესამე პირებთან წარმომადგენლობასა და გადაწყვეტილებების აღსრულებას;
ი) სამუშაო ადგილების რაოდენობის, სპეციფიკისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სუბიექტთან დებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის დასაქმების ხელშეკრულება