1. პირი, რომელმაც დაამთავრა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური (დაასრულა მისი გავლის ვადა), ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში, 60 წლის ასაკამდე.

2. პირი, რომელიც ჩაირიცხა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში, შეიძლება, გაწვეულ იქნეს არასაბრძოლო მიზნებისთვის − საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის, აგრეთვე მობილიზაციის დროს.

3. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხვასა და მართვას უზრუნველყოფს სააგენტო.

4. სააგენტო, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული შეთანხმებით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირს ატყობინებს და იბარებს მობილიზაციის ადგილმდებარეობის შესაბამისად.

5. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვიდან თავისუფლდება პირი:

ა) რომელიც, მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ცნობილ იქნა შეუსაბამოდ რეზერვში სამსახურის გასავლელად;

ბ) 60 წლის ასაკს მიღწეული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საკუთარი სურვილით დარჩება ან ჩაირიცხება სამობილიზაციო რეზერვში;

გ) მოქალაქეობის შეწყვეტის ან საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დაკარგვის გამო;

დ) გარდაცვალების გამო;

ე) რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

ვ) რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

6. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვის აღრიცხვის მიზნით, აგრეთვე სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით. აღნიშნული მიზნებისთვის, სააგენტო უფლებამოსილია, სხვადასხვა უწყებისგან შეთანხმებული ფორმატით მიიღოს/დაამუშაოს პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, კანონმდებლობის შესაბამისა