1. რეზერვისტის აღრიცხვა გულისხმობს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირების აღრიცხვას.
2. რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება თავდაცვის კოდექსითა და ამ წესის შესაბამისად.
3. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირების აღრიცხვას ახორციელებს სააგენტო.
4. სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 60 წლამდე. 60 წელს გადაცილებული პირი სურვილის შემთხვევაში შეიძლება, დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში 5 წლამდე ვადით, რაც ფორმდება სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სამობილიზაციო რეზერვში პირის ჩარიცხვა ფორმდება სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა ხორციელდება სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მასში აისახება თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული მონაცემები. სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემას შეიძლება, ჰქონდეს საიდუმლო ნაწილი.
7. პირი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო წოდება, სამობილიზაციო რეზერვში ირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.
8. პირი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა (კვალიფიკაცია), სამობილიზაციო რეზერვში ირიცხება „მსროლელის“ სპეციალობით (კვალიფიკაციით).
9. მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო პირს გადასცემს სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობას (სამხედრო ბილეთი) (დანართი №7), შესაბამისი უწყისის (დანართი №8) ხელმოწერის საფუძველზე.
10. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირზე, სამხედრო-სააღრიცხვო ბარათთან ერთად (დანართი №2), შეიძლება, შეიქმნას პირადი საქმე, რომელიც შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს ელექტრონულ სისტემაში შეყვანილ პირად მონაცემებს.
11. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვას არ ექვემდებარება:
ა) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხვა სურს;
ბ) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი;
გ) 60 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საკუთარი სურვილით დარჩება ან ჩაირიცხება სამობილიზაციო რეზერვში;
დ) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;
ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
12. პირის სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში უნდა დაარქივდეს სამობილიზაციო რეზერვისტთან დაკავშირებული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია 75 წლის განმავლობაში ინახება და შემდეგ იშლება სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემიდა