1. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მიზნით, სააგენტო საერთო სიაში მითითებული პირების გამოძახებას ახორციელებს შესაბამისი უწყების (დანართი №5) მეშვეობით.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან პირთა სააგენტოში გამოძახების შესახებ შეტყობინება ხორციელდება იმ დაწესებულებების მეშვეობით, რომლებშიც სწავლობენ სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირები. აღნიშნულ დაწესებულებებს სააგენტოს მიერ ეგზავნებათ შესაბამისი წერილი, უწყებებთან ერთად, განესაზღვრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ პირთათვის უწყებების ჩაბარება და სააგენტოსთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიწოდება.
3. საგანმანათლებლო დაწესებულებები, შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში, სააგენტოს აწვდიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესასრულებლად ინფორმაციას:
ა) პირთა შესახებ, რომელთაც ჩაბარდათ უწყება (რაც დასტურდება პირის/უფლებამოსილი პირის მიერ უწყებაზე ხელის მოწერით);
ბ) პირთა შესახებ, რომელთაც არ ჩაბარდათ უწყება - შესაბამისი მიზეზების მითითებით.
4. სააგენტოსა (სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფს) და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება სააგენტოს მიაწვდის დამატებით დოკუმენტაციასა და ინფორმაციას.
5. თუ პირი უარს აცხადებს უწყების ჩაბარებაზე, გზავნილზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება.
6. უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან პირთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. უწყების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გზავნილზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტო