1. პირის სამხედრო აღრიცხვის განხორციელება სავალდებულოა.

2. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება:

ა) ქალი, რომელსაც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა არ აქვს, გარდა ამ მუხლის მე-3  პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) პირი, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმყოფება;

გ) პირი, რომელმაც თავდაცვის ძალების რეზერვისთვის დადგენილ ზღვრულ ასაკს მიაღწია;

დ) პირი, რომელიც იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით;

ე) რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვის მიზნებისათვის, ამ წესის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პირები.

3. იმ ქალის სამხედრო აღრიცხვას, რომელსაც აქვს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა ან რომელმაც გამოთქვა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან/და სამხედრო სამსახურის (გარდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა) გავლის სურვილი, ახორციელებს სააგენტო.

4. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალს, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე საკუთარი სურვილით იქნა აყვანილი, უფლება აქვს, თანამდებობაზე დანიშვნამდე უარი თქვას სამხედრო სამსახურის გავლაზე. ამ შემთხვევაში, იგი მოიხსნება სამხედრო აღრიცხვიდან.

5. პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხდება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო, თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. თუ პირი შეიცვლის რეგისტრაციის ადგილს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ან მისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული მონაცემები, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის შემთხვევაში, აისახება სააღრიცხვო ანბანურ წიგნსა (დანართი №1) და სამხედრო-სააღრიცხვო ბარათში (დანართი №2), ხოლო სამობილიზაციო რეზერვში მყოფი პირის შემთხვევაში − ასევე შესაბამის ელექტრონულ სისტემაში.

7. სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირი თავისუფლდება სამსახურიდან/საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამუშაო/სწავლების ადგილისა და შრომის ანაზღაურების/სტიპენდიის შენარჩუნებით.

8. პირმა, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება სააღრიცხვო ანბანურ წიგნში (დანართი №1).

9. სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, პირის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა ექვემდებარება აღდგენას მისი განცხადებისა და, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზ