1. სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის გაძლიერების, მხარდაჭერისა და დანაკარგების შევსების მიზნით.
2. პირი, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში.
3. პირის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვისა და სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. 60 წელს გადაცილებული პირი სურვილის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში 5 წლამდე ვადით.
5. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები.
6. სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და მომზადების მიზნით, აგრეთვე მობილიზაციის დროს გამოძახების შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვისტის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
წინა რედაქცია (12.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 93. სამობილიზაციო რეზერვი 1. სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის გაძლიერების, მხარდაჭერისა და დანაკარგების შევსების მიზნით. 2. პირი, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო სარეზერვში ჩო სამხედრიცო სამსახურის გავლაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში. 3. პირის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვისა ფორმდება სამობინდლიზაციო რეზერვიდუალუნ ამორიცხვის სადმკითხები განისტაზღვრება ციულ-სამქართლვებლოს მთავრობივი ს დაქტდგენილებით. 4. 60 წელს გადაცილებული პირი სურვილის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში 5 წლამდე ვადით. 5. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები. 6. სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და მომზადების მიზნით, აგრეთვე მობილიზაციის დროს გამოძახების შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვისტის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.