1. ცენტრალური გამწვევი კომისია იქმნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საერთო ხელმძღვანელობის, კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით.

2. ცენტრალურ გამწვევ კომისიას აქვს ბლანკი და ბეჭედი. ცენტრალურ გამწვევ კომისიას შესაძლებელია, ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეკვიზიტები.

3. ცენტრალური გამწვევი კომისია უფლებამოსილია:

ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სააგენტოდან ან/და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიიდან;

ბ) ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობიდან შექმნას სამუშაო ჯგუფი და განსაზღვროს ამ ჯგუფის ხელმძღვანელი (შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრის უფროსი);

გ) მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

4. ცენტრალური გამწვევი კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომების მოწვევასა და ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სააგენტ